საქართველოში ოქრო იაფდება - რა ღირს გრამი
1779289191
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის უძველეს და უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო ქალაქ სიანში გრძელდება. დღეს დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა პროვინციის ხელმძღვანელ პირებთან.
ქართული მხარე ამჯერადაც აქცენტის გაკეთებას შუა დერეფანსა და პროექტში საქართველოს როლზე აპირებს. ყურადღება გამახვილდება ამ მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
"გვექნება შეხვედრები ხელისუფლებასთან, სადაც ვისაუბრებთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, კულტურაზე, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებზე და ყველა იმ საკითხზე, რომელსაც მივიჩნევთ მნიშვნელოვნად ურთიერთობების შემდგომ გაღრმავების მიზნით. თუ მარტო იმას გავითვალისწინებთ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ ყოფილა ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, შეგვიძლია ვთქვათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ზუსტად ახლა ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, რომელიც აუცილებლად შესძენს ახალ ძალას ორმხრივ ურთიერთობას, რომლის დინამიკაც სახეზეა და ის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურია," - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში, პაატა კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ჩინეთში უკვე სამი დღეა იმყოფება. სიანში ჩამოსვლამდე, ოფიციალური შეხვედრები პეკინში შედგა