ახალციხეში, მეხუთე სართულიდან ქალი გადავარდა - რა დეტალებია ცნობილი
1779884611
"გუშინ ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთხელ ჩავარდნილი სცენარი, ბლაჟევიჩის იქნება თუ სხვა ინსტრუქტორის გაცემული დავალებები, რომელსაც ზედმიწევნით ასრულებენ", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა.
ნინო წილოსანის თქმით, ოპოზიციის გუშინდელი აქცია მორიგი "ჩავარდნილი სცენარი" იყო, სადაც კონკრეტული ინსტრუქტორების მითითებებით გავრცელდა გარკვეული ტერმინები და სლოგანები. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას უკვე ინტელექტუალური რესურსიც კი არ შერჩა და სლოგანი "საქართველო იმსახურებს უკეთესს" თავად მათ მიემართებათ.
"გუშინ ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთხელ ჩავარდნილი სცენარი, ბლაჟევიჩის იქნება თუ სხვა ინსტრუქტორის გაცემული დავალებები, რომელსაც ზედმიწევნით ასრულებენ. ძალიან სასაცილოდ ემთხვევა ყველა ის გავრცელებული ინფორმაცია, რომ კონკრეტულ მითითებებს მიუყვებიან, კონკრეტული ტერმინები და სლოგანები გამოიყენონ და მიაწოდონ საზოგადოებას, და როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ეს სიმართლეა, რაც საჯაროვდება. რა თქმა უნდა, მათ უკვე არც ინტელექტუალური რესურსი შერჩათ იმისა, რომ ხმაურიანი ჰედლაინებით მოიწონონ თავი. შესაბამისად, "საქართველო უფრო მეტს იმსახურებს", ალბათ უფრო მეტად, თავად მათ მიემართებათ, როდესაც სცენაზე ვხედავთ გვარამიას, ჩერგოლეიშვილს, ვაშაძეს, თუ მათთან გათანაბრებულ იმ ანტიქართულ მოძრაობის წევრებს, ნამდვილად გვიჩნდება შეგრძნება, რომ საქართველო უფრო მეტს იმსახურებს და უფრო უკეთესს ოპოზიციას იმსახურებს", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, იგორ ბლაჟევიჩის გეგმის რეალურობა დადასტურდა - ღამით აქციაზე პროცესი ზუსტად ისე განვითარდა, როგორც ეს "პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, უცხოელი კონსულტანტის გეგმით იყო გაწერილი. ოპოზიციის ლიდერებმა ბლაჟევიჩის დავალებულ თემებზე ისაუბრეს და მისივე დავალების მიხედვით აქციის ბოლოს საზაფხულო კამპანიის დაწყება დააანონსეს. "პრაიმ ტაიმმა" გუშინ ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, თუ რას აპირებდა ოპოზიცია უცხოელი კონსულტანტის იგორ ბლაჟევიჩის მითითებებით.