„გარდაიცვალა ახალგაზრდა, ენერგიული და მიზანდასახული ადამიანი“ - სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1757015810
სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები არაკომპეტენტურობასთან ერთად, არასერიოზულად იქცევიან. ამაზე მეტყველებს მათ შორის გახარიას საქციელი, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის შეფასებით, გახარიამ „ტრაგიკომედიურ ვითარებაში ჩაიყენა თავი“.
„ჯერ ამბობდა, რომ ბოიკოტს აცხადებდა, შემდეგ თქვა, საქართველოს პარლამენტი არალეგიტიმურიაო, ახლა ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა იმუშაონ. წავიდა და აღარ ჩამოდის. დასცინოდა სააკაშვილს, როდის ჩამოვაო და ახლა თვითონ გაუხდა ასარჩევი, რომელი გზებით ჩამოვა – რუბლებით, ზღვით თუ ჩვეულებრივი მინდორით, ან შეიძლება, კონტეინერით შემოაგზავნონ. ასეთი ტრაგიკომედიურ ვითარებაში აღმოიჩინა თავისი თავი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო მანდატებზე უარს შეცდომა უწოდა და თავისი პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა არ გამორიცხა.