1756919518
საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოკითხვა გრძელდება - ამჯერად გიორგი მშვენიერაძე იკითხება

საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოკითხვა გრძელდება. ამ წუთებში იწყება გიორგი მშვენიერაძის დაკითხვა, მანამდე კი დაბარებული იყო თამთა მიქელაძე, რომელმაც პროცესის ხვალისთვის გადადება მოითხოვა.
პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ თამთა მიქელაძის გამოკითხვის დეტალებზე ისაუბრა:
"დასაკითხი პირი იყო თამთა მიქელაძე და მასთან ჩვენ გვქონდა გარკვეული კითხვები. კერძოდ, საქმის გარემოება შეეხებოდა 2024 წელს, აქციების დროს მიერ მიერ გაკეთებულ განცხადებებს ძირითადად სოციალურ ქსელში და მიუთითებდა, რომ უნდა შექმნილიყო წინააღმდეგობის ადგილები, ასევე უნდა გაფიცულიყო საჯარო სექტორი, მოსახლეობას უნდა გაეწია წინააღმდეგობა და ა.შ. სწორედ ამასთან დაკავშირებით და ასევე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე გვქონდა კითხვები. რაც შეეხება კონკრეტულად შესყიდვებს, მათ მიერ შესყიდული იყო რესპირატორები, სახის დამცავი სათვალეები და წიწკის სპრეი. ჩვენ გვაინტერესებდა, რა მიზნით იქნა შეძენილი აღნიშნული ნივთიერებები,"- აცხადებს პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.
სასამართლოში გამოკითხვები პროკურატურის გამოძიების ფარგლებში გრძელდება, რომელიც საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარეობს. 7 ორგანიზაციის ანგარიშები გასულ კვირას დააყადაღეს.