იტალიაში, ქართველმა მამაკაცმა მაღაზიიდან 70 დეოდორანტი მოიპარა

დეოდორანტები

იტალიაში, ქართველმა მამაკაცმა მაღაზიიდან 70 დეოდორანტი მოიპარა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით,  Lidl-ის სუპერმარკეტიდან 45 წლის მამაკაცი დეოდორანტების გარდა, სხვა ჰიგიენური საშუალებების მოპარვასაც ცდილობდა. 

1980 წელს საქართველოში დაბადებული მამაკაცი პოლიციას შეუმჩნეველი არ დარჩენია. როგორც  უცხოური მედია წერს, მაღაზიიდან გასვლამდე მენეჯერმა მას ჩანთაში არსებული ნივთების ჩვენება მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ადგილზე პოლიცია გამოიძახა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების ღირებულებამ 500 ევრო შეადგინა. 

პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა. მას ლომბარდიის რეგიონში ცხოვრება აეკრძალა. სასამართლომ მისი დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო.