სწავლის დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში – განცხადებების მიღება იწყება

puli

I საფეხურის სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით სწავლის დაფინანსების სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღებისთვის სტუდენტთა რეგისტრაცია იწყება.

ვის ეხება:

პროგრამა გათვალისწინებულია ბაკალავრის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტებისთვის.

ელექტრონულ განცხადებას ავსებენ აბიტურიენტები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და ასევე სტუდენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე).

ვადები:

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად განცხადებები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად socreg.mes.gov.ge

ელექტრონული რეგისტრაციის ვადა – 2025 წლის 8 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით პორტალზე socreg.mes.gov.ge

ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადაა 2025 წლის 20 ოქტომბერი.