„გარდაიცვალა ახალგაზრდა, ენერგიული და მიზანდასახული ადამიანი“ - სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1757015810
ორი კაცი, რომლებიც მეზობელ ქალს სექსუალურად ავიწროებდნენ, ელექტრონული ზედამხედველობის ქვეშ მოექცა. ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის“ ავრცელებს.
სოციალურად დაუცველმა ქალმა „უფლებები საქართველოს“ 2025 წლის 5 აგვისტოს მომართა. მსხვერპლის განმარტებით, ის რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ფსიქოლოგიური და სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ორი ხნიერი მამაკაცის მხრიდან, რომლებიც მის მეზობლად, სოციალურ საცხოვრისში, ცხოვრობენ.
„ვინაიდან მსხვერპლი ქალი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა იმ რეგიონში, სადაც ცხოვრობს, „უფლებები საქართველოს“ დახმარებით მისი სამართალდამცავ ორგანოებთან კომუნიკაცია და სამართალწარმოების დასაწყებად საჭირო პირველადი ქმედებები თბილისში განხორციელდა.
თავად მსხვერპლი და ორგანიზაციის ადვოკატები დისტანციურად მონაწილეობდნენ სასამართლო პროცესებში მსხვერპლი ქალის უსაფრთხოების დაცვის მიზნიდან გამომდინარე.
„უფლებები საქართველომ“ ქალის უფლებების დაცვა და მისი წარმომადგენლობა განახორციელა როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე. გამოიცა შემაკავებელი ორდერი და, მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მოძალადეების მიმართ დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა.
ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინა სასამართლოს, რომელმაც განიხილა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიზანშეწონილად მიიჩნია მოძალადეებისთვის ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოძალადეები ერთ თვეს ელექტრონული ზედამხედველობის ქვეშ გაატარებენ“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.