1769540049
გურამ მაჭარაშვილი მაია სანდუზე: რუსეთის ორბიტაზე საუბრობს ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის სახელმწიფო არის დსთ-ის წევრი და ამავდროულად, თავის ქვეყანას სხვა სახელმწიფოს უერთებს
რუსეთის ორბიტაზე საუბრობს ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის სახელმწიფო არის დსთ-ის წევრი და ამავდროულად, თავის ქვეყანას სხვა სახელმწიფოს უერთებს, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატი მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„მისი [სანდუს] განცხადებები რა თქმა უნდა პირდაპირ იქნება მიმართული „დიფ სთეითის“ განცხადების შინაარსის შესაბამისად და არ გვიკვირს. რუსეთის ორბიტაზე საუბრობს ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის სახელმწიფო არის დსთ-ის წევრი და ამავდროულად, თავის ქვეყანას სხვა სახელმწიფოს უერთებს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა










