ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წაუყენონ

ljkl

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო დაკავებულ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წაუყენონ.

გამოძიების ინფორმაციით, ილია ღუდუშაურის აყვანა სასწრაფო დახმარების მანქანების შესყიდვაზე 2022-23 წლების გამოცხადებულ ტენდერსა და მის უკანონოდ შეწყვეტას უკავშირდება.

მტკიცებულებების გაცნობამდე, დაკავებულის უფლებების დამცველი საქმის კონკრეტულ დეტალებზე ვერ საუბრობს.

ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე იყო. ის, 2022 წლიდან 2024 წლის მარტამდე, უწყებაში საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა.