1769540049
დმანისში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - მამაკაცი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა
დმანისში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. 56 წლის მამაკაცი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა და დანაშაული აღიარა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცივი იარაღის გამოყენებით, 43 წლის მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ბრალდებული თავად შეეცადა დაჭრილი კლინიკაში გადაეყვანა, თუმცა, მიღებული დაზიანებების შედეგად, ის გარდაიცვალა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.












