ტურისტებმა მთებში განძი იპოვეს
1747917960
ისეთი ქვეყანა ძალიან ცოტაა ცივილიზებულ სამყაროში, სადაც სპეცრაზმი შეიძლება შეიჭრას მედიასივრცეში, პირდაპირი ეთერი ჩაშალოს, დააპატიმროს ჟურნალისტები, დაანგრიოს აპარატურა და ა.შ., - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატმა ტელეკომპანია „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა, რასაც დღეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განიხილავენ.
„ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება სხდომა და შესაბამისად, როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ იქნება საინტერესო საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ტელეკომპანია „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრისა და 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების უხეში შელახვის ფაქტებს განიხილავენ.