ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი მზად არის იმუშაოს გერმანიასთან ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაში ახალი თავის დასაწერად

ფრიდრიხ მერცი

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ოფიციალური პეკინი მზად არის იმუშაოს ბერლინთან ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაში ახალი თავის დაწერისთვის. ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მაო ნინგი ავრცელებს.

„პრეზიდენტმა, სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის კანცლერთან ფრიდრიხ მერცთან. პრეზიდენტმა სიმ კიდევ ერთხელ მიულოცა მერცს მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნა. პრეზიდენტმა სიმ განაცხადა, რომ ჩინეთი მზად არის იმუშაოს გერმანიასთან ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაში ახალი თავის დაწერისთვის. ჩინეთ-ევროკავშირის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 50 წლისთავისთვის ორივე მხარემ პოზიტიური სიგნალი უნდა გააგზავნოს მრავალმხრივი და თავისუფალი ვაჭრობის, ღია და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.