1770841551
გურამ მაჭარაშვილი: ჰელსინკის კომისიის ძალიან ბევრი ბიუროკრატი თანამდებობის პირი მხილებულია მხილებულია კორუფციაში, ზოგი ბრალდებულია, ზოგი ფასიანი განცხადებებით შემოიფარგლება
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებულ სკანდალს აფასებს. იგი კომისიის წევრების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე ამახვილებს ყურადღებას.
„ამ კომისიის ძალიან ბევრი ბიუროკრატი თანამდებობის პირი მხილებულია მხილებულია კორუფციაში, ზოგი ბრალდებულია, ზოგი კი, უკვე საჯაროდ ცნობილია, რომ ფასიანი განცხადებებით შემოიფარგლება.
რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებული შტატები ნელ-ნელა დაიწყებს გადახედვას იმ ნეგატივის, რაც თავად აღნიშნეს. სახელმწიფო მდივანმა პირდაპირ აღნიშნა, რომ წინა ადმინისტრაციას ჰქონდა ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დატოვებული ტრამპის ადმინისტრაციისთვის საქართველოსთან მიმართებაში”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
როგორც ცნობილია, პროფესორმა სტივენ შრაგემ გამოაქვეყნა ჰელსინკის კომისიის წევრების მამხილებელი დოკუმენტები და გამოძიება მოითხოვა. საქმე ეხება მათ შორის კორუფციასა და უცხოურ დაფინანსებას.











