გურამ მაჭარაშვილი: ანა წითლიძის განცხადება მტკიცებულებაა, რომ ძალადობრივ აქციებს აპირებენ, რაც არ გამოუვათ

გურამ მაჭარაშვილი

ოპოზიციას არანაირი მშვიდობიანი პროტესტი არ უნდა, განცხადებებიც ამას ადასტურებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ანა წითლიძის განცხადება მტკიცებულებაა, რომ ძალადობრივ აქციებს აპირებენ.

„ომის წინ მოწინააღმდეგის რიცხვები რომ აინტერესებთ ხოლმე, ესენიც ასე რატომ იცვლიან სამართალდამცავების რაოდენობას? დაპირისპირებას აპირებენ? აბა, მშვიდობიანი პროტესტი იქნება და ძალადობრივი არ იქნებაო? – რა მათი საქმეა რამდენი თანამშრომელია? ხალხთან აპირისპირებენ? – იმდენი ნიჭიც არ აქვთ, რომ ასეთი სულელური განცხადებები არ გააკეთონ. წარმოიდგინეთ, საფრანგეთში ან გერმანიაში რომელიმე ოპოზიციონერმა თქვას, ჩვენ ამდენი ვართ და ისინი იმდენი და ვინ მოერევაო. ეს განცხადება მტკიცებულებაა, რომ ძალადობრივ აქციებს აპირებენ, რაც არ გამოუვათ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა: „სახელმწიფო დაცვის სამსახური კი არა, სულ რომ უცხოპლანეტელები ჩამოიყვანოს 4 ოქტომბერს ივანიშვილმა, ვერ შეძლებს, დაუპირისპირდეს ათასობით მოქალაქეს, რომელიც ქუჩაში იდგება“.