მერიის სამსახურებისადმი ასეთი მოწოდება ან ასეთი მესიჯის გამოშვება ნიშნავს, რომ არც მერიის სამსახურებს იცნობენ, არც იმ ადამიანებს, ვინც თავის ქალაქს ემსახურება - გიორგი ვოლსკი ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე

გია ვოლსკი

"რაც შეეხება მერიის სამსახურებისადმი ასეთ მოწოდებას, ან ასეთი მესიჯის გამოშვებას მათ საყურადღებოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ არც მერიის სამსახურებს იცნობენ, არც იმ ადამიანებს, ვინც თავის ქალაქს ემსახურება", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი  ალეკო ელისაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ირაკლი კუპრაძე მერი გახდება, მუნიციპალური სამსახურები გაიფიცებიან.

გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ეს არის გარკვეული მესიჯი იმ ხალხისთვის, ვინც საბოტაჟის რეჟიმს არჩევს და დაპირისპირებას გეგმავს თბილისის ქუჩებში.

"ეს განცხადებები არ არის გამოწვეული ემოციისგან. ემოცია არ განაპირობებს ამ განცხადებებს, ეს არის კონკრეტული გეგმა, რომელიც გააჩნია იმ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში და ეს არის გარკვეული მესიჯი იმ ხალხისთვის, ვინც საბოტაჟის რეჟიმს არჩევს და დაპირისპირებას გეგმავს თბილისის ქუჩებში და ჩვენც თქვენთან ვართ. რაც შეეხება მერიის სამსახურებისადმი ასეთ მოწოდებას, ან ასეთი მესიჯის გამოშვებას მათ საყურადღებოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ არც მერიის სამსახურებს იცნობენ, არც იმ ადამიანებს, ვინც თავის ქალაქს ემსახურება," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.