„დღეს, აუცილებლად უნდა მოძებნოთ შემოდგომის ფოთოლი, რომელიც კონკრეტულად თქვენთვის მოწყდა ხეს“ - ასტროლოგის რეკომენდაცია

ფოთლები

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გვიზიარებს პრაქტიკას, რომელიც შემოდგომის დღეღამტოლობისთვისაა.

„დღეს, 22 სექტემბერს, გარეთ აუცილებლად უნდა მოძებნოთ შემოდგომის ფოთოლი, რომელიც კონკრეტულად თქვენთვის მოწყდა ხეს. უნდა შეიცნოთ, შეიგრძნოთ, რომ სწორედ ის არის თქვენი ჯადოსნური სიმბოლო.

აიღეთ, წააბრძანეთ სახლში, ჩაიფიქრეთ მასზე სურვილი, შეგიძლიათ გაალამაზოთ, დაახატოთ რამე სიმბოლო, ისეთი, რომ თქვენს სურვილს შეესაბამებოდეს, შემდეგ მოათავსეთ ისეთ ადგილას, სადაც თვალი ხშირად ხვდება.  
სასურველია ყოველ დღე დაუთმოთ დრო, ესაუბროთ თქვენს კონკრეტულ ჩანაფიქრზე. სურვილებისა და ოცნებების ფრთაშესხმას გისურვებთ,“ - წერს ასტროლოგი.