„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
"კოლექტიური "ნაცები" ცდილობდნენ, რომ ძალოვან სტრუქტურებში ეპოვათ მოღალატე, რისთვისაც უკან არ დაიხიეს არც შანტაჟზე, არც ბულინგზე, არც თანხების საჯარო დაპირებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოძიებაც მიმდინარეობს და დაკავებულია ბატონი ანიტა ხაბეიშვილი, მიუხედავად ამისა, ვერ ნახეს ერთი მოღალატეც კი," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის განცხადებებს გამოეხმაურა.
"ახლა ცდილობენ, შემოგვიბრუნონ და ჩვენ დაგვაბრალონ, თითქოს რაიმე შანტაჟს და ზეგავლენას ვახდენთ მათ კანდიდატებზე, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. ვის, რაში აინტერესებს "კოლექტიური ნაცმოძრაობაში" მყოფი და გაერთიანებული რომელიმე კანდიდატი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას თუ არა. თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ არის დამარცხება და შესაძლებელია, რომ კანდიდატს საერთოდ არ უნდოდა დამარცხებაში მონაწილეობის მიღება. ფაქტია, რომ ისევ და ისევ, "ლელოლები," რაც წარსულში არაერთხელ გაუკეთებიათ, თვითონ ჩაიდენენ მოქმედებას, რაც ყოველგვარი მორალისგან არის დაცლილი, შემდეგ კი, ცდილობენ, რომ ეს "ქართულ ოცნებას" დააბრალონ. მოღალატეების ძიებას თავი დაანებონ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებში. ერთი მოღალატეც კი ვერ ნახეს, ვერც აქამდე და ვერც მომავალში ვერ ნახავენ ," - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, ირაკლი კუპრაძე კოალიცია "ლელო-ძლიერი საქართველოს წინააღმდეგ სუს-ის მხრიდან ზეწოლაზე, მუქარაზე, მოსყიდვასა და შანტაჟზე საუბრობს. მისი განცხადებით, პარტიის წარმომადგენლები და მაჟორიტარობის კანდიდატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მძიმე წნეხის ქვეშ არიან. კუპრაძემ დაასახელა რამდენიმე მაგალითი, მათ შორის, "ლელოს" ბოლნისის მერობის კანდიდატი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საკუთარი კანდიდატურა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა.