გივი მიქანაძე პაატა ბურჭულაძის ინიციატივაზე: "ტელეფონით არჩევნების ჩატარება ალბათ "ქოლცენტრებთან" დაკავშირებულ თემას გაგვახსენებს და მის გარკვეულ კავშირებს ამ "ქოლცენტრებთან"

გივი მიქანაძე

"პაატა ბურჭულაძისთვის ტელეფონით არჩევნების ჩატარება ალბათ "ქოლცენტრებთან" დაკავშირებულ თემას გაგვახსენებს და მის გარკვეულ კავშირებს ამ "ქოლცენტრებთან," - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, გივი მიქანაძე პაატა ბურჭულაძის ინიციატივას, რომელიც ალტერნატიული არჩევნების ტელეფონით ჩატარებას გულისხმობს.

მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძისა და ოპოზიციის მიერ ჩატარებულ ნებისმიერ პროცედურას, რომელსაც ისინი ალტერნატიულ არჩევნებად წარმოსახავენ, ვერანაირი იურიდიული ძალა ვერ ექნება.

"ამ ჯერზეც, ჩვენ ვხედავთ, რომ არის დესტრუქციული მოქმედებების მორიგი მცდელობა, რომელიც ძალიან უსუსურად გამოიყურება. საუბარი რაღაც არჩევნებზე, რომელსაც პაატა ბურჭულაძე ოპოზიციასთან ერთად ატარებს, შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ შიდა ოპოზიციური პრაიმერისი - სხვა ვერაფერი ვერ იქნება, რადგან მას ვერანაირი ლეგიტიმაცია და იურიდიული ძალა ვერ ექნება," - აცხადებს პაატა ბურჭულაძე.