ნაძვის ხის დადგმის საუკეთესო თარიღები დეკემბერში
1794774449
ეკონომიკის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა. დაგეგმილია საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და პრემიერთან. შეხვედრები გაიმართება დარგობრივ მინისტრებთან. მხარეები ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს, მიმდინარე და დაგეგმილ ერთობლივ პროექტებს და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებს განიხილავენ.
როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, გიორგი ზაქარაშვილი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა უფრო დიდ შესაძლებლობას იძლევა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის მეტად გაღრმავებისთვის.
"არის დაგეგმილი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, შემდეგ გაიმართება შეხვედრა ენერგეტიკის სამინისტროში. ხვალისთვის დაგეგმილია უკვე საუბარი და მოლაპარაკება მის კოლეგასთან, ეკონომიკის მინისტრთან და ასევე გაიმართება შეხვედრა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან, რაც ასევე შესაძლებლობას იძლევა, საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის," - აცხადებს გიორგი ზაქარაშვილი.