1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ბრიტანეთის ელჩი, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში მედიაგარემოს უსაფუძვლო ბრალდებებით აკრიტიკებდა, „ქრონიკის“ ორ კითხვას ამ დრომდე არ პასუხობს. ევროპის დღეზე „ქრონიკის“ ჟურნალისტის შეურაცხყოფისა და ოპოზიციის შეტევის შესახებ კითხვას არ პასუხობს არც ევროკავშირის წარმომადგენლობა. ასევე „ქრონიკის“ ჟურნალისტებს სხვადასხვა თემაზე კითხვები გაგზავნილი აქვთ გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებისთვის, თუმცა დიპლომატების პასუხი მხოლოდ დუმილია.
თემაზე კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
„ორმაგი სტანდარტია. ვისაც უნდა უპასუხებენ, ვისაც უნდა დაიცავენ, ვისაც უნდა გალანძღავენ. ზოგიერთი დიპლომატიური მისიის მთავარი ამოცანა არის როგორმე გამოიწვიონ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაღიზიანება, დარაზმონ და განავითარონ შეჯახების სცენარი. ამას ჩვენ ვუყურებთ, ეს პროცესი ჩვენს თვალწინ ვითარდება. ამაში მათ მედიები ეხმარებიან“, - აღნიშნა ვოლსკიმ.