გიორგი ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე: სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ფაქტს რომ გაუსწორებ თვალს და იმოქმედებ, ეს არის მნიშვნელოვანი

ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავების ფაქტს „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს ყველაფერი დაშვებული იყო, თუკი იყო თავისიანი. არცერთი ადამიანისთვის არაფერი არსებობდა, თუკი რაიმე ნიშნით უპირისპირდებოდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. რეალობა მოითხოვს იმის აღიარებასაც, რომ მძიმეა, მაგრამ ეს სიმძიმე უფრო ადვილი სატარებელია, ვიდრე სიმძიმე კორუფციისა, რომელიც სახელმწიფოს ახასიათებდეს. კორუფციული ხასიათი ჰქონდა ამას თუ სხვა ნიშანი - კანონის დარღვევა სახეზეა. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ფაქტს რომ გაუსწორებ თვალს და იმოქმედებ, ეს არის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა.