ქოლესტერინის ანალიზს მილიონობით ადამიანს შესაძლოა არასწორად უკეთებდნენ - ახალი კვლევა
1783609545
ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეზე ხორხე როდრიგესზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაშავებულია 16 740 ადამიანი, ხოლო 17 907 მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა.
ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ვენესუელაზე დაწესებული სანქციები მოხსნან, რათა ქვეყანამ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გაყინულ უცხოურ აქტივებზე წვდომა შეძლოს.
მისი თქმით, ვენესუელას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საკმარისი ფინანსური რესურსი აქვს დაბლოკილი, რომელიც აღდგენითი სამუშაოების დასაფინანსებლად შეიძლება გამოიყენოს. პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული თანხები ასევე აუცილებელია დასაქმებისა და განათლების პროგრამების განსახორციელებლად.