გიორგი კალანდარიშვილი: 60 დღით ადრე პრეზიდენტმა გამოსცა აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ 60 დღიან პერიოდში მთელი რიგი სამართლებრივი რეგულაციები ამოქმედდა

გიორგი კალანდარიშვილი

60 დღით ადრე პრეზიდენტმა გამოსცა აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ 60 დღიან პერიოდში მთელი რიგი სამართლებრივი რეგულაციები ამოქმედდა, - განუცხადა „ქრონიკას“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, რეგულაციები ადგენს გარკვეულ შეზღუდვებს და სამართლებრივ მოწესრიგებას ახორციელებს მთელი იმ საკითხებისა, რომლებიც უკავშირდება წინასაარჩევნო აგიტაციასა და კამპანიაში მონაწილეობას.

„60 დღით ადრე პრეზიდენტმა გამოსცა აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ 60 დღიან პერიოდში მთელი რიგი სამართლებრივი რეგულაციები ამოქმედდა, რომელიც ადგენს გარკვეულ შეზღუდვებს და სამართლებრივ მოწესრიგებას ახორციელებს მთელი იმ საკითხებისა, რომლებიც უკავშირდება წინასაარჩევნო აგიტაციასა და კამპანიაში მონაწილეობას. მათ შორის გახლავთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საბიუჯეტო სახსრების გამოყენებასთან დაკავშირებით მთელი შეზღუდვები, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც საარჩევნო ადმინისტრატორებმა, ასევე ყველა საჯარო მოხელემ ზედმიწევნით დაიცვას ის რეგულაციები, რომლებიც უკავშირდება იმ აკრძალვებს, რომლებიც დაკავშირებულია აგიტაციასა და კამპანიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისი საინფორმაციო კამპანიების გზით უზრუნველვყოფთ აღნიშნულის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, თუმცა აქ არ არიან მხოლოდ საჯარო მოხელეები. რიგი შეზღუდვები ეხება ასევე ინსტიტუციებს, რიგი შეზღუდვები ეხება კონკრეტულ პროექტებს და ა.შ. რაც მნიშვნელოვანია ყველა ინსტიტუციისთვის, რომ მათი ზედმიწევნით დაცვა განხორციელდეს, ვინაიდან არჩევნები გახლავთ კომპლექსური საკითხი. მათ შორის, ერთ-ერთი შეფასების ინდიკატორი და მისი მაღალკვალიფიციურ დონეზე ადმინისტრირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გარემოც იყოს შესაბამისად“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.