გიორგი კახიანი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე: საკმაოდ საინტერესო საარჩევნო სისტემაა - დაველოდოთ არჩევნების შედეგებს. პარტიამ ასი მანდატი უნდა აიღოს, იმისთვის, რომ უმრავლესობა მიიღოს უნგრეთის პარლამენტში

გიორგი კახიანი

 საკმაოდ საინტერესო საარჩევნო სისტემაა. გარკვეული თვალსაზრისით წააგავს იმ სისტემას, რომელიც მოქმედებდა საქართველოში 2020 წლამდე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა უნგრეთში, მედიასთან.

მისი თქმით, ეს არის შერეული საარჩევნო სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ ნაწილი აირჩევა მაჟორიტარული, ნაწილი კი პროპორციული წესით.

„მაჟორიტარულ ნაწილს რაც შეეხება, აქ არ არის მეორე ტური განსხვავებით საქართველოსგან. რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, აქ არის 5%-იანი ბარიერი. არჩევნებში 5 პარტია მონაწილეობს. დაველოდოთ არჩევნების შედეგებს. პარტიამ ასი მანდატი უნდა აიღოს, იმისთვის, რომ უმრავლესობა მიიღოს უნგრეთის პარლამენტში“, - აღნიშნა მან.

უნგრეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

დღეს დილიდან, უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოდან საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა საარჩევნო უბანზე აკვირდება.