გიორგი კახიანი ისრაელის ელჩს შეხვდა

გიორგი კახიანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა განათლების, მეცნიერების, ჯანდაცვის, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

მხარეებმა საპარლამენტო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხი მიმოიხილეს. ხაზი გაესვა ორმხრივი ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობის გაძლიერებას.

გიორგი კახიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო არენაზე ისრაელის მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის, მათ შორის ისეთი საკითხების მიმართ, რომელიც ეხება ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და არაღიარების პოლიტიკას.

თავის მხრივ, ისრაელის ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.