„ხაზიდან მატარებლის მოხსნა გახდა საჭირო...“ - რა ვითარებაა ამ დროისთვის „სადგურის მოედანზე“
1782997835
გუშინ პრემიერმაც განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სანდო, საიმედო პარტნიორი შეერთებული შტატებისთვის და ეს ჩვენ წლების განმავლობაში ვაჩვენეთ. მზად ვართ მომავალი ურთიერთობებისთვის, რომელიც ორმხრივ ინტერესებზე იქნება აგებული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.
„ვფიქრობ, ის გზავნილები, რაც გუშინ გაჟღერდა, ფრთხილი, მეგობრული და პოზიტიური იყო. ვგულისხმობ ამერიკის საელჩოს მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს. ეს ყველაფერი მისასალმებელია და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამჟამინდელ ადმინისტრაციას მძიმე მემკვიდრეობა ერგო საქართველოსთან მიმართებაში. გვახსოვს წინა ადმინისტრაციის პირობებში როგორი მცდელობები იყო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის და რა მიზნებს ემსახურებოდა ეს ყველაფერი. ახალი ადმინისტრაციის პირობებში ძალიან იმედიანად ვართ განწყობილნი. გუშინ პრემიერმაც განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სანდო, საიმედო პარტნიორი შეერთებული შტატებისთვის და ეს ჩვენ წლების განმავლობაში ვაჩვენეთ. მზად ვართ მომავალი ურთიერთობებისთვის, რომელიც ორმხრივ ინტერესებზე იქნება აგებული და ასევე ვხედავთ შეერთებული შტატების მხრიდან მონდომებას, რომ ეს ურთიერთობები აღვადგინოთ, რაც გვქონდა სტრატეგიული ურთიერთობის თვალსაზრისით და კიევ უფრო წინ წავიდეთ და გავაღრმაოთ“, - აღნიშნა კახიანმა.