გია ვოლსკი: უამრავი ადამიანია დაზარალებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის საშუალებით, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ იყენებდა

გია ვოლსკი

უამრავი ადამიანია დაზარალებული, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის საშუალებით, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ იყენებდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„საუბარია იმ პოლიტიკურ სუბიექტებზე, რომელმაც საქართველოს უსაშველო პრობლემა შეუქმნა. დღემდე ოკუპაციაა და ის მემკვიდრეობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სტანჯავს. უამრავი ადამიანია დაზარალებული – ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის საშუალებით, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ იყენებდა. უფრო მეტიც, დღემდე აგრძელებენ მცდელობებს, რომ ხელისუფლებას დაუბრუნდნენ და არანაკლები ტერორი მოაწყონ ქვეყანაში. დღეს უფრო მძიმე მდგომარეობაა, რადგან ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობის“ ფანტაზია რომ ასრულდეს და ხელისუფლებაში მოვიდნენ, გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა და ოჯახები, ვიდრე 2012 წლამდე იყო“,- განაცხადა ვოლსკიმ.