ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის - როდიდან ამოქმედდება სიახლე
1769977955
პოზიტიური მოლოდინი რომ არ იყოს, ფასების კლებაზე მუშაობა არც დაიწყებოდა. წინასწარი მონაცემებით, ამის რესურსი და რეზერვი არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რა რესურსს მოძებნის სახელმწიფო ბიზნესთან ერთად ფასების დასაკლებად.
„პროცესი აჩვენებს – თუ აღმოჩნდება, რომ 86 პროცენტით ფასების მატება რეალური, გამართლებულია, მაშინ ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს და სხვა გზა მოვძებნოთ, მაგრამ დაუჯერებელია, ასეთი ფასწარმოქმნა იყოს. მნიშვნელოვანია, რა რესურსს მოძებნის სახელმწიფო ბიზნესთან ერთად, რომ ამ პროცესიდან გამოვიდეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.