ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის - როდიდან ამოქმედდება სიახლე
1769977955
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები შშმ პირთა უფლებების განმტკიცებისთვის მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს და მისი მიზანია, შშმ პირებისთვის ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის უზრუნველყოფა.
რატი იონათამიშვილის განმარტებით, კანონპროექტი საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციას ეფუძნება.
კანონპროექტით საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება ენიჭება დაამტკიცოს ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის ტექნიკური რეგლამენტი და ასევე განსაზღვროს გამონაკლისები. კანონპროექტის ძირითადი დებულებების ამოქმედება 2027 წლის 1 იანვრიდან იგეგმება.
კომიტეტის სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე წარადგინა.
მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის დანიშვნის რეგულაციას შეეხება.
„საქსტატის“ აღმასრულებელ დირექტორს, საქართველოს პარლამენტის თანხმობით, 4 წლის ვადით თანამდებობაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. კანონპროექტის მიღების შემდეგ შესაძლებელი გახდება, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი ორზე მეტი ვადით დაინიშნოს. აღნიშნული ცვლილება ინსტიტუციურ სტაბილურობას, გამოცდილი ხელმძღვანელის ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების სრულად გამოყენებას და სამსახურის საქმიანობის უწყვეტობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
კანონპროექტი პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, თორნიკე ბერეკაშვილისა და ლევან მაჭავარიანის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს. კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს კენჭი უყარეს და საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.