გეკა გელაძე კატარის სახელმწიფოს ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

გეკა გელაძე კატარის სახელმწიფოს ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

 შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, საქართველოში კატარის
სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - ალი იუსეფ
აბდულრაჰმან ალ-მულასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში
თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და პარტნიორობის
პერსპექტივები განიხილეს.

მინისტრმა ელჩს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და სამომავლოსაქმიანობაში წარმატება უსურვა.