1759573255
განმარტება ახალციხის მე-4 საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტზე: კომისიის წევრების განცხადებით, რეალურად გაირკვა, რომ ერთ-ერთმა ამომრჩეველმა დაქვეითებული მხედველობის გამო დახმარება ითხოვა

ახალციხის N4 საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც თითქოს ორი მოქალაქე ერთდროულად ერთ კაბინასთან ახდენს ხმის მიცემას, განმარტება კეთდება.
ირკვევა, რომ ქალაქ ახალციხის მე-4 საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება. რამდენიმე მედიასაშუალებაში გაჟღერდა ვერსია, რომ ორი მოქალაქე ერთდროულად ერთ კაბინასთან აძლევდა ხმას.
კომისიის წევრების განცხადებით, რეალურად გაირკვა, რომ ერთ-ერთმა ამომრჩეველმა დაქვეითებული მხედველობის გამო დახმარება ითხოვა. კანონმდებლობით კი, ამომრჩეველს აქვს უფლება მოითხოვს დახმარება, მათ შორის, ოჯახის წევრის ან მეგობრის მხრიდან.
დახმარების უფლება არ აქვთ კომისიის წევრებს და უბანზე მყოფ წარმომადგენლებს.