1759573255
"მე, პარტია "ლელო"-დან სოფ. გეზათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დომენტი ქორქია ვემიჯნები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მოწოდებებს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის შესახებ" - დომენტი ქორქიამ "ლელო" დატოვა

პარტია "ლელო"-დან აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. გეზათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დომენტი ქორქია, სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტია დატოვა.
მისივე თქმით, ის ემიჯნება ძალადობას.
"მე, პოლიტიკური პარტია "ლელო"-დან აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. გეზათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დომენტი ქორქია ვემიჯნები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მოწოდებებს - ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის გეგმასთან დაკავშირებით, რასაც ასევე ემხრობა ის პარტია, რომელსაც წარმოვადგენ. არსებული ვითარების გათვალისწინებით, ვეღარ მოვიაზრებ ჩემს თავს "ლელოს" რიგებში და მივიღე გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ", - წერს დომენტი ქორქია.