უბნებზე ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული - ამომრჩეველს შეუძლია, მშვიდ გარემოში დააფიქსიროს არჩევანი - საერთაშორისო დამკვირვებელი

ბურონფოსი

"უბნებზე ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული. ამომრჩეველს შეუძლია, მშვიდ გარემოში დააფიქსიროს არჩევანი", - ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელი, მატიე ჟან-პიერ ბურონფოსი საუბრობს.

"უბნებზე ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული, ამომრჩეველს შეუძლია, მშვიდ გარემოში დააფიქსიროს არჩევანი. საკმაოდ პროფესიონალურად მუშაობენ კომისიის წევრები. განვითარებული ტექნოლოგია, ვგულისხმობ ელექტრონულ სისტემას, რომელიც ხმების ზუსტ დათვლას უზრუნველყოფს", - აცხადებს მატიე ჟან-პიერ ბურონფოსი.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნებს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება. პროცესს ასევე აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი. საქართველოში იმყოფებიან დამკვირვებლები 21 ქვეყნიდან, მათ შორის არიან როგორც საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები.