როდის არ უნდა დავდგათ ნაძვის ხე - ეზოტერიკოსი რიცხვებს ასახელებს
1764793751
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრები გამართა სხვადასხვა საინვესტიციო და აქტივების მმართველ კომპანიებთან. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2026 წელს საქართველოს მიერ ევრობონდის რეფინანსირებისთვის მზადების სამუშაოების ფარგლებში, JP MORGAN, Société General, CITI და ICBC ორგანიზებით, შეხვედრები გაიმართა ნიუ იორკსა და ბოსტონში ბაზირებულ 15-მდე საინვესტიციო კომპანიასთან.
მათივე ცნობით, შეხვედრებზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და სამომავლო პროგნოზები, საერთაშორისო ბაზრები, საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და 2026 წელს ევრობონდების რეფინანსირებასთან დაკავშირებული გეგმები.
ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დელეგაციის შემადგენლობაში არიან ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი კაჭარავა.