ფაშინიანის პარტიას თითქმის 51% აქვს - სომხეთში საარჩევნო ბიულეტენების ნახევარზე მეტი დათვლილია

ნჯ

სომხეთში საარჩევნო ბიულეტენების ნახევარზე მეტი დათვლილია. ცესკოს მონაცემებით, ფაშინიანის პარტიას თითქმის 51% აქვს.

ამ დროის მონაცემებით, მეორე ადგილზეა ალიანსი "ძლიერი სომხეთი" 23%-ით; მესამეზე ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანის ბლოკი "სომხეთი" დაახლოებით 10%-ით; პარტიებისთვის დაწესებულ 4-პროცენტიან ბარიერს ლახავს კიდევ ერთი პარტია - "აყვავებული სომხეთი".

ამომრჩეველი გუშინ საარჩევნო უბნებთან აქტიური იყო - საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი ხმის მიცემის უფლების მქონე თითქმის 60-მა პროცენტმა მოიხადა.