დონალდ ტრამპმა NBC-სთან ინტერვიუ სკანდალით დაასრულა

პი

 დონალდ ტრამპმა NBC-სთან ინტერვიუ სკანდალით დაასრულა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტელეარხის წამყვანს, კრისტენ ველკერს სულელი უწოდა და ინტერვიუ შეწყვიტა. ეს კი მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ლიდერმა თქვა, რომ 2020 საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, ჟურნალისტმა კი ამ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების საჯაროდ წარმოდგენა მოსთხოვა. ტრამპმა ტელეკომპანია მიკერძოებულობასა და მოვლენების ცალმხრივად გაშუქებაში დაადანაშაულა.

„თქვენ არ კორუმპირებული ხართ ან უბრალოდ სულელი. თქვენი არჩევნები გაყალბებულია. თავად ხართ კორუმპირებული და გადაცემა Meet the Press-იც კორუმპირებულია, ისევე როგორც ABC, CBS -ი და CNN-ი კორუმპირებული და მოსყიდული ტელექსელები. ამით დავასრულოთ. ჩემთვის საკმარისია. გმადლობთ, ძვირფასო“, - განაცხადა ტრამპმა.