ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043
პატრონაჟი და პროტექცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ევროპის სახალხო პარტიის მხრიდან სააკაშვილის მხრიდან, არ არის ევროპული ღირებულება, ევროპული ღირებულება არის კანონის უზენაესობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რა თქმა უნდა ეს ძალიან მძიმე სურათი იყო. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ, სახალხო პარტიის მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს მართლმსაჯულების იდეას. დასცინეს მოკლულ გირგვლიანს, დასცინეს მის ოჯახის, დასცინეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, დასცინეს ქართველი ხალხის სურვილს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს, დასცინეს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებას, კანონის უზენაესობას. პატრონაჟი და პროტექცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ევროპის სახალხო პარტიის მხრიდან სააკაშვილის მხრიდან, არ არის ევროპული ღირებულება, ევროპული ღირებულება არის კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების აღსრულება. ამიტომ ამ კუთხით მძიმე სურათია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043
„თელასი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1754291542
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603