ავიაკომპანია Lufthansa-ს პილოტმა ჰაერში გონება დაკარგა - თვითმფრინავს 8 წუთი არავინ მართავდა
1747508158
ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი ეხმაურება გავრცელებულ ვიდეოს, სადაც სამოქალაქო აქტივისტებს, მაგდა მამუკაშვილს, თათია აფრიამაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მარიამ ლაშხს შორის ინციდენტია ასახული.
„რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს ევროკავშირის ელჩი ამ ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს გულში, მით უფრო მეტად გააიგივებს ის ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან“, – წერს პაპუაშვილი.
ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთ კაფეში, სადაც მარიამ ლაშხი შვილებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ შეძახილებით – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“; „ძირს რუსეთის მონები“.