კანადაში, ბავშვმა მეტალოდეტექტორით თამაშის დროს ჩაძირული გემი იპოვა - ფოტოები
1747389000
გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს პილოტმა ჰაერში გონება დაკარგა, რის გამოც თვითმფრინავი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მართვის გარეშე მიფრინავდა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საუბარია ფრანკფურტი-სევილიას რეისზე. ინციდენტი 2024 წლის 17 თებერვალს მოხდა, თუმცა მისი მოკვლევის შედეგები ახლა გახდა ცნობილი.
Airbus A321 ტიპის თვითმფრინავი 10 700 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა, როცა ხომალდის მეთაურმა კაბინა დატოვა და საჭირო ოთახში გავიდა. ამ დროს კაბინაში მეორე პილოტი იმყოფებოდა, რომელმაც, სავარაუდოდ, შეტევის გამო გონება დაკარგა.
ავტოპილოტი თვითმფრინავის კურსს ინარჩუნებდა, თუმცა ხომალდმა გონებადაკარგული პილოტის სხეულის ზემოქმედების გამო მდებარეობა ცოტათი შეიცვალა.
ხომალდის კაპიტანმა კაბინაში შესვლა სცადა, მაგრამ უშედეგოდ, ვინაიდან შესვლის კოდს მეორე პილოტი ვერ ადასტურებდა.
რვა წუთის შემდეგ მეორე პილოტი გონს მოვიდა და კაპიტანს კარები გაუღო. კაპიტანმა მართვა საკუთარ თავზე აიღო და თვითმფრინავი საგანგებოდ მადრიდში დასვა. მოგვიანებით დადგინდა, რომ მეორე პილოტმა გონება ნერვული შეტევის გამო დაკარგა.