საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერთან, ლიზ ტრასთან ინტერვიუში საქართველოსა და უნგრეთის მიმართ ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მაიკ ბენცმა ისაუბრა.
"ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა რაღაც ტიპის გამჭვირვალობის კანონი, თუმცა, 15 თვის წინ, ევროკავშირის ბიუროკრატები უნგრეთსა და საქართველოს მსგავსი კანონების მიღების გამო სანქციებით ემუქრებოდნენ," - აცხადებს მაიკ ბენცი, რომლის განცხადებებსაც თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოყვა.
"ორმაგი სტანდარტით საუბრობდნენ და მოქმედებდნენ ევრობიუროკრატები, როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, რომ თითქოს, გამჭვირვალობა იყო რუსული - ასეთ მარაზმში იყვნენ შესულები. დღეს ისინი მუშაობენ ამ საკითხზე, დღეს ისინი ამკაცრებენ თავიანთ კანონმდებლობას, რადგან მათთვისაც მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და გარე ძალების გავლენის შესუსტება მათ საშინაო პოლიტიკაზე. ეს ლოგიკურიც არის, თუმცა ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი არის ის, თუ როგორი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდნენ ისინი, როდესაც ჩვენ ზუსტად ანალოგიურზე გვაკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ რაც მათთვის შეიძლება და მნიშვნელოვანია, საქართველოსთვის ეს არ შეიძლებოდა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი.