„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
ესტონეთს მკაფიო პოზიცია აქვს საქართველოს რეჟიმთან დაკავშირებით – უნდა გავზარდოთ სანქციები, უნდა დავიწყოთ ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა და უნდა დავაწესოთ პირობები, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„ესტონეთს ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს საქართველოს რეჟიმთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციები, უნდა გვქონდეს მეტი პერსონალური სანქცია ევროკავშირის დონეზეც, უნდა დავიწყოთ ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა და უნდა დავაწესოთ პირობები. ეს ასევე გახლავთ ესტონეთის წინადადება. ესტონეთი ამ შეთავაზებით გამოვიდა, რადგანაც დღეს საქართველოში არსებული რეჟიმი არ მისდევს ქართველი ხალხის ნებას, რაც არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ევროკავშირმა საქართველოს ასეთი შესაძლებლობა მისცა, მაგრამ ახლა რეჟიმმა ეს სრულად შეცვალა და გეზი რუსეთისკენ აიღო. ამიტომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ცაჰკნამ.