ეს კვლევა საზოგადოებას ეუბნება, რამდენი და რა პროფესია არის საჭირო დღევანდელ შრომის ბაზარზე - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

 "ქართულ ოცნებაში" იზიარებენ პრემიერის პოზიციას იმის შესახებ, რომ უნდა მოხდეს უმაღლესი სასწავლებლების ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება. თემაზე პრეზენტაცია მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გაიმართა.

კვლევის მიხედვით, არსებობს სპეციალობები საქართველოში, რომლებზეც მოთხოვნა არის, თუმცა კადრების დეფიციტია.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ამბობს, რომ კვლევის მიზანია, საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს, დღევანდელ შრომის ბაზარზე რამდენი და რა პროფესია არის საჭირო.

"ეს კვლევა, რასაც ეუბნება საზოგადოებას, არის ის, თუ დღევანდელ შრომის ბაზარზე რამდენი და რა პროფესია არის საჭირო, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები, როდესაც დაასრულებენ უნივერსიტეტებს, მათთვის ეს დიპლომი არ იყოს უბრალოდ ცარიელი ქაღალდი და მაკულატურა, არამედ ამ დიპლომით შეძლონ მათ ღირსეულად დასაქმება ქართულ შრომის ბაზარზე," - აცხადებს ლევან მახაშვილი.