13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
ტომ ჰენკსი აშშ-ის მე-16 პრეზიდენტს, აბრაამ ლინკოლნის როლს შეასრულებს დრამაში „ლინკოლნი ბარდოში“. Variety-ის მონაცემებით, ჰენკსი უკვე ოფიციალურად შეუერთდა სამსახიობო გუნდს. გარდა ამისა, ის პროექტის პროდიუსერიც იქნება.
„ლინკოლნი ბარდოში“ ჯორჯ სონდერსის 2017 წლის ამავე სახელწოდების ბესტსელერის მიხედვით იქნება გადაღებული. რეჟისორი დიუკ ჯონსონია.
ფილმი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ გადაიტანა ლინკოლნმა შვილის, უილიამის გარდაცვალება - ბიჭი 11 წლის ასაკში ავადმყოფობას შეეწირა. მოქმედება ერთი ღამის განმავლობაში ვითარდება - სწორედ მაშინ, როცა უილიამი კვდება. ამასთან, მოვლენები ძირითადად „ბარდოში“ წარიმართება - ეს არის შუალედური მდგომარეობა სიკვდილსა და სულის სხეულიდან საბოლოო გამოყოფას შორის.