ეს ხალხი მუშაობს საქართველოში, კონკრეტულად ესტონეთშია დარეგისტრირებული თუ საქართველოში, ამ დეტალებზე ინფორმაციას არ ვფლობ - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

ევროკავშირის სქემები საქართველოზე პოლიტიკური გავლენის მოსახდენად - მმართველი გუნდი ყალბ უცხოურ ორგანიზაციებზე და იმ გზებზე საუბრობს, რომლითაც ევროკავშირი მისგან მართული ენჯეოებისთვის, კანონის გვერდის ავლით, ფულის მიწოდებას ცდილობს.

პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა ფოტო მასალა და დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, ქართული არასამთავრობოები და ონლაინ გამოცემები, მათ შორის ეკა გიგაურის და ნინო ლომჯარიას ორგანიზაციების ესტონური ოფისები ესტონურ მისამართებზე, დანგრეულ შენობებშია რეგისტრირებული.

"ყალბი ესტონური ენჯეოები, ყალბი ესტონური მედიები, ერთ ყალბ ესტონურ მისამართზე. რა ღირებულებებზე უნდა ვესაუბროთ ბრიუსელს, როდესაც საქმე საერთაშორისო თაღლითური სქემების შექმნასთან გვაქვს?" - დაწერა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში განსხვავებულ აზრს ხელისუფლება ხელს უშლის.

"გვერდის ავლა რისგან სცადეს კაცო? ეს ხალხი მუშაობს საქართველოში. რაც შეეხება იმას, კონკრეტულად ესტონეთშია დარეგისტრირებული თუ საქართველოში, ამ დეტალებზე ინფორმაციას არ ვფლობ.

ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციას და განსხვავებული აზრის ნებისმიერი ფორმით გამოხატვას ხელისუფლება ხელს უშლის," - აცხადებს ირაკლი ფაველნიშვილი.