წყალი 28 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1769716081
ის ფაქტი, რომ ეს ორგანიზაციები დგანან რიგში, რეგისტრირდებიან ესტონეთში და მათი მისამართები არის ხან ლიანდაგებზე, ხან ქოხებში და ა.შ., არის არამარტო არაკეთილსინდისიერება, არამედ უპატივცემულობა საქართველოს მიმართ, - აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი.
„ვერავინ შეძლებს, რომ კანონის გვერდის ავლით განახორციელოს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული საქმიანობა საქართველოში. ის ფაქტი, რომ ეს ორგანიზაციები დგანან რიგში, რეგისტრირდებიან ესტონეთში და მათი მისამართები არის ხან ლიანდაგებზე, ხან ქოხებში და ა.შ., არის არამარტო არაკეთილსინდისიერება, არამედ უპატივცემულობა საქართველოს მიმართ. ფაქტობრივად შესაძლოა ეს ფულის გათეთრების ნიშნებსაც შეიცავდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამაზე შესაბამისი პასუხი გვქონდეს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ „იმედი LIVE“ -შიც ისაუბრა და შესაბამისი ფოტო-მასალა და რეგისტრაციის დოკუმენტაცია წარმოადგინა.