ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე საწვავის ფასებზე: ყოველ დღე იცვლება სანავთობო ბაზარზე ფასები. ჩვენი სექტორი მთლიანობაში არის დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქტზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით იმ დღეს რა იქნება

ვახტანგ იობაშვილ

ყოველ დღე იცვლება სანავთობო ბაზარზე ფასები. ჩვენი სექტორი მთლიანობაში არის დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქტზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით იმ დღეს რა იქნება, - განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა, საწვავის ფასებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე.

მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ უფრო ნათელი გახდება, რა შეიძლება გაკეთდეს საწვავზე ფასების რეგულაციის მხრივ.

„ყოველ დღე იცვლება სანავთობო ბაზარზე ფასები. რა იქნება, რა გამოსავალი იქნება
აი, ამას განვსაზღვრავთ. ჩვენ ხომ დამოკიდებული ვართ ყიდვაზე და გაყიდვაზე. ანუ, ჩვენი სექტორი მთლიანობაში არის დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქტზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით იმ დღეს რა იქნება...ამიტომ, მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ. დღეს მოვისმენთ ყველაფერს და ამის შემდგომ განვსაზღვრავთ ჩვენ რა შეიძლება იყოს და რა არა“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი საწვავის იმპორტიორებს ხვდება.