სინოპტიკოსები მოსახლეობას ხვალ მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
1769767101
თბილისი-კახეთის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
მსუბუქ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანიდან, ორი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
გარდაცვლილები არიან უსუფარ კურბანოვა და განჯა კურბანოვა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით მიმდინარეობს.