„გაითვალისწინეთ, ზაფხულის კურორტებზე დასვენებისთვის არახელსაყრელი ამინდის პირობებია“ - მეტეოროლოგი
1754414041
ეს არის ნამდვილად ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთ მინისტრმა ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.
„ამით პროცესი არ დასრულებულა. ჩვენ ველოდებით უკვე დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ევროპელი ლიდერების დონეზე, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საბოლოოდ გაფორმდება. მაგრამ ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენაა. ეს არის შედეგი, რომლითაც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა შეაფასეს სათანადოდ გაწეული ძალისხმევა, ის ნაბიჯები, რომლებიც გადადგა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ. ეს არის უზარმაზარი შედეგი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
კიდევ ერთხელ მინდა ყველას მივულოცო ეს უმნიშვნელოვანესი დღე. საქართველო აუცილებლად გააგრძელებს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლას, რადგან ჩვენი საბოლოო მიზანი ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.