ეს არის ფრანგული კანონი, მაგრამ საკმარისია სიტყვა-სიტყვით ვთარგმნოთ და მივიღოთ ჩვენ, გახდება რუსული კანონი. აი ასეთ საოცრებასთან გვექნება საქმე - თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთში მისარებ ცვლილებებზე

თენგიზ შარმანაშვილი

საფრანგეთი უცხოური ჩარევებისა და გავლენების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონს იღებს. გამკაცრებულ ზომებს კომიტეტის დონეზე მხარი უკვე დაუჭირა სენატმა. საარჩევნო მანიპულაცია უცხოური ძალის სასარგებლოდ ან ჩარევა, დაისჯება 6 წლამდე პატიმრობით. იქმნება სპეციალური სასამართლო პროცედურა.

თბილისში კიდევ ერთხელ მიუთითებენ ორმაგ სტანდარტზე. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ როცა საქმე ევროკავშირის ქვეყნებს ეხება, უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული მკაცრი ზომები დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვად ფასდება, მაშინ როდესაც ანალოგიური შინაარსის ქართული ინიციატივები კრიტიკის საგანი ხდება.

"ეს არის ფრანგული კანონი. ხომ დამეთანხმებით? საკმარისია სიტყვა-სიტყვით ვთარგმნოთ და მივიღოთ ჩვენ, გახდება რუსული კანონი. აი ესეთ საოცრებასთან გვექნება საქმე.

ჩვენ მივიღეთ ის, რომ ეს იყო დაცვის მექანიზმი და სხვათა შორის, ახლა მოქმედი რაც არის გამჭვირვალობის თანაფარდი კანონი ფრანგული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ჩვენ რაც გვაქვს ახლა. და იმაზე ატეხეს რომ რუსული კანონია.

ანუ ისინი რას ამბობენ იცი? მე ვარ რაღაც ელიტარული ნაცია, მე შემიძლია თავი დავიცვა და შენ თუ დააპირებ, ვიღაც ქართველები, სადღაც კავკასიაში საკუთარი პოლიტიკური ველის დაცვას, შენ ხარ საზიზღარი ვიღაცა და არ შეიძლება ესე", - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა.

✕