„წავიდა 5 წლის წინ დაღუპულ მამიკოსთან...“ - 82-დღიანი კომის შემდეგ 8 წლის მოზარდი გარდაიცვალა
1783281512
კვლავ დაპირისპირებაა ოპოზიციურ სპექტრში. ალიანსზე ამჯერად ნანუკა ჟორჟოლიანი საუბრობს და ამბობს, რომ ამ გაერთიანებას ერთპიროვნული მმართველი ჰყავს და ეს თამარ ჩერგოლეიშვილია, მის ირგვლივ შექმნილი გარემო კი ტოქსიკურია.
ჟორჟოლიანის თქმით, ის გახდება შუამავალი საზოგადოებას და მიხეილ სააკაშვილს შორის, რომელიც პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და მეტიც, პრემიერ-მინისტრის პოსტსაც უნდა იკავებდეს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ყველა დეტალი, მათ შორის ვინ გახდება მათი პარტიის ლიდერი, მოახლოებულ ყრილობაზე გადაწყდება.
საკითხს ეხმაურებიან მმართველ გუნდშიც. ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, ოპოზიციური ფლანგი დიდი ხანია დაშლის გზაზე დგას და მიმდინარე პროცესები მოსალოდნელი და გარდაუვალი იყო.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა პარტიულ ადგილებს ვერ იყოფენ.
"რადიკალებმა ამოწურეს თავიანთი რესურსი და ახლა უკვე შიდა დაპირისპირება აქვთ. ერთმანეთს უპირისპირდებიან და ვერ იყოფენ შიდა პარტიულ ადგილებს. საცირკო სანახაობად გადაიქცა ჩვენი ხალხისთვის მათი მდგომარეობა. ნგრევის და უბედურების მეტი არაფერი მოუტანიათ ჩვენს ქვეყანას. ახლა უკვე ფსკერს ქვემოთ არიან დაშვებულები. შიდა ძალაუფლებისა და თანხების გადანაწილებაზე აქვთ დაპირისპირება ერთმანეთში", - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.